png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

9-11 დეკემბერს ბათუმი BATUMI BUILD 2016-ს უმასპინძლებს

  • ეკონომიკა
  • 31.08.2016
  • 17:45
 9-11 დეკემბერს ბათუმი BATUMI BUILD 2016-ს უმასპინძლებს

ბათუმი სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა   «BATUMI BUILD 2016»-ის მასპინძელია, რომელიც 9-11 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში ერთ–ერთი პირველი საგამოფენო  კომპანია ’’GEONET EXPO’’,  რომლის მთავარი მიზანიც ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა.

„BATUMI BUILD 2016“ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, „აჭარის ტელევიზია“ და „TV 25“ , მედია მხარდამჭერი, გაზეთები - „გაზეთი აჭარა“ და „Caucasus Business Week“-ი.

წელს პირველად გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც  კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ, რაც ისევ და ისევ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ ზრდას ჩვენს რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია,როგორიც არის სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები,არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. გამოფენა ფართო მაშტაბის მატარებელია, მასში ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. "ბათუმის მე-6 საერთაშორისო სამშენებლო და დიზაინის გამოფენა 2016"–ში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია თუ სერვისი ფართო მომხმარებელს, გაცვალოს ბიზნეს კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge