png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ

  • საზოგადოება
  • 01.09.2016
  • 12:03
 პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ვაგონშემკეთებელთა ჰოლდინგში შემავალ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა მეტალურგიულ კომბინატში გაიმართა.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე წარმოების თანამშრომლებს ქვეყნის სწრაფი განვითარების პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ასევე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

„სწრაფი ეკონომიკური განვითარება პარტია,,ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

„რუსთავის სამრეწველო და სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური საინჟინრო კადრების პოტენციალის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დავაყენებთ რუსთავის თავისუფალი ეკონომიკურ-ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭების საკითხს. ვაგონშემკეთებელ ჰოლდინგში შემავალი საწარმოები უნიკალურია თავისი საქმიანობით და წარმოებული პროდუქციით. ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ მოახერხა და წარმოება გადააიარაღა იმგვარად, რომ ვაგონებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი დეტალების უმრავლესობა ადგილზე მზადდება. სულ ახლო წარსულში კი აღნიშნული დეტალები ჩინეთიდან შემოდიოდა. ამ ტიპის საწარმოები კი კიდევ მეტად იქნება წახალისებული და მხარდაჭერილი“, - აღნიშნა პაატა მხეიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge