png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ალპანა-ჭრებალოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 01.09.2016
  • 15:30
ალპანა-ჭრებალოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ალპანა-ჭრებალოს მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტორეპორტაჟს  გთავაზობთ.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის ალპანა–ჭრებალოს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ50-კმ70) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე და გაივლის 12 სოფელს: ალპანა,აჭარა, ზოგიში, ცაგერა, ზემო, საირმე, ქვემო საირმე, ჭრებალო, ზედა ღვარდია, ქვედაღვარდია, ზედა ჭყვიში, ჭყვიში, ქვიშარი.

პროექტით გათვალისწინებულია: გზის საფარის აღდგენა და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა; ხელოვნური ნაგებობების, მათ შორის მონაკვეთზე არსებული რკინა-ბეტონის ხიდის რეაბილიტაცია; გაბიონების, ბეტონის საყრდენი კედლების, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა; ასევე, განხორციელდება გზის შემოფარგვლა, ტროტუარების, საგზაო ნიშნების, ქვეითად მოსიარულეთა ხელოვნური ბილიკების, ავტოპავილიონებისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედანის მოწყობის სამუშაოები.

ამ დროისათვის, მიწის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 10142652 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge