png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პრემიერ-მინისტრი: „სტარტაპ საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის

  • პოლიტიკა
  • 01.09.2016
  • 17:01
პრემიერ-მინისტრი: „სტარტაპ საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის

ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების" ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური კომპონენტის 36 გამარჯვებულს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარების იდეას ხორცი შეესხა და კიდევ 36 დამწყები ბიზნესმენი დაფინანსდა, ხოლო, „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს 20 გამარჯვებული ჰყავს.

„ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუკი რამ წამომიწყია ცხოვრებაში და ნამდვილად მეამაყება, რომ საქართველოში დღეს არის საშუალება, ადამიანმა ნულიდან, მართლაც არაფრიდან, მხოლოდ საინტერესო იდეაზე დაყრდნობით დაიწყო ბიზნესი. ძალიან მახარებს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს ეკოსისტემა, სადაც ახალი, ინოვაციური იდეები ხორცს ისხამს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა  ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველა ადამიანს, რომელთა მეშვეობით, ეს სისტემა ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა. მთავრობის მეთაურმა ასევე გამარჯვება მიულოცა ყველა გამარჯვებულ დამწყებ ბიზნესმენს, ხოლო მათ, ვინც დაფინანსება ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა, წარმატებები უსურვა.

„მინდა, წავახალისო ყველა, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოიპოვა დაფინანსება, მინდა გითხრათ, არასოდეს გაჩერდეთ. ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების" ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ. არასოდეს უნდა იფიქროთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი წინ. არასოდეს იფიქროთ, ვინმეს ხომ არ აქვს ასეთი გაკეთებული - როგორც კი მოგივათ საინტერესო იდეა, ყოველთვის გადადგით პირველი ნაბიჯი და ის აუცილებლად გაამართლებს. თუ პირველი არა, მეათე გაამართლებს. დარწმუნებული ვარ, ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის, რომელიც თვისობრივად ახალ ეკონომიკის მიმართულებას გააჩენს ქვეყანაში და ამ პროექტის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება. მინიმუმ ათწლეულია საჭირო, რომ ამ მიმართულების წახალისებამ თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებები შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში და ჩვენ ნამდვილად მოწოდებული ვართ, ეს მიმართულება გავაძლიეროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, პროექტის ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება.

„სტარტაპ საქართველოს" ჯამში, 56 გამარჯვებული ჰყავს. კონკურსის შემდგომი ეტაპი, დაფინანსების მოპოვებისთვის, 20 სექტემბრიდან გამოცხადდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge