png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 05.09.2016
  • 17:22
ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ავთანდილ ბერიძესთან ერთად ,,გმირთა ხეივანში'' საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და ახლობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქალაქში, ჩვენი დროის გმირის, ჟიული შარტავას მემორიალის გახსნა. ეს ის ადმაინია, რომელიც ბოლო წუთებამდე იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავამ არ დატოვა ქალაქი. ქალაქში შეჭრილმა აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართველ მხარეს გადმოეცა. ჟიული შარტავა დაკრძალულია სენაკში. იმავე პერიოდში მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ჟიული შარტავას მემორიალის ავტორია გიორგი შხვაცაბაია. მემორიალის პროექტი მომზადებულია ქალაქ ბათუმის მერიის დაკვეთით და მისი ღირებულება 62530,39 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge