png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქიბარ ხალვაში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 05.09.2016
  • 17:57
 ქიბარ ხალვაში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის ნაციონალური მოძრაობის მორიგი სიყალბე.

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ხელთ „ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე, რაც, უკვე მერამდენედ, მიმართულია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და ამჯერად უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად.

ამ ამბავს სოციალური ქსელით გუშინვე მივეცი ლაკონური რეაქცია, სადაც ვამბობ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა, ვინც, ცხოვრების წესით, ფულისა და ხელისუფლებისთვის, ყველაფერს კადრულობს. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი“ ბუნებაში არ არსებობს,შესაბამისად, არის სრული სიყალბე. „რუსთავი 2“–ის „აღმოჩენა“ დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივიპროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. უკვე მერამდენედ, ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილურად, სასამართლოს მეშვეობით,ნაციონალური მოძრაობა (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე. გუშინდელ ტელეეთერებშინაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ლამის წერტილ–მძიმის სიზუსტით აღწერეს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ ამ„დოკუმენტის“ უეცრად და მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ.

ვიმეორებ, – ეს ეგრეთ წოდებული „დოკუმენტი“ არის ყალბი და რეალობასთან მას საერთო არაფერი გააჩნია. „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტი ცდილობსფეხი აუწყოს და შეასრულოს ნაციონალური მოძრაობის დავალებები. ამ გზაზე კი მორიგი სიცრუე გახლდათ ის ფაქტიც, რომ მათ განაცხადეს, თითქოს ჩემთანდაკავშირებას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს... საინტერესოა, რა საშუალებებით ცდილობდნენ, რომ ასეთი მიუწვდომელი აღმოვჩნდი?!..

კეთილი, მე, ვთქვათ, ვერ დამიკავშირდნენ, როგორც განაცხადეს გუშინ ეთერში, მაგრამ ვერც ჩემს წარმოამდგენელთან მოახერხეს დაკავშირება? ისინი მას მხოლოდსიუჟეტის გასვლის შემდგომ დაუკავშირდნენ. ეთერში გასული სიუჟეტი კი მათ სტილში მოზადებული ფაბრიკაციაა.

ვაცხადებ მკაფიოდ, – რაც უნდა მოიხარშოს ნაცმოძრაობის ადუღებულ თავში, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილური, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეცსაბოლოო გამარჯვებამდე, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ერთია და ამ დავაში ის ჩემს მხარესაა“, - ნათქვამია ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge