png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა

  • საზოგადოება
  • 07.09.2016
  • 14:49
 ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა

ვიცე-პრემიერი/ენერგტიკის მინისტრი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართევლი სუხლან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი Yesim Elhan-Kayalar,  ქვესადგურის „ქსანი 500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

„დღეს კიდევ ერთი დიდი დღეა საქართველოს ენერგეტიკის დიდ გზაზე!ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი ნაბიჯი  საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულ უფლებიანი წევრობისკენ, ენეგოდამოუკიდებლობისკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი ეს ხომ საწინდარია საქართველოს კეთილდღეობის, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის და მაჩვენებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა, ძლიერია და მნიშვნელოვანი! ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე.  სწორედ,  „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“-ს ფარგლებში განხორციელდა ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაციის 10 მილიონ ევროიანი პროექტი.”- განაცხადა კახა კალაძემ.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“-ს ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ“ სრული რეაბილიტაციის პროექტი დაასრულა.

პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები  კომპანიამ Siemens Austria განახორციელა.

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა:

  • აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება;
  • საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა;
  • ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა;
  • მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა.
  • პროექტის განხორციელებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა;

ქვესადგური „ქსანი“ აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიების მქონე მართვისა და დაცვის სისტემებით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვესადგურში მიმდინარე პროცესების ცენტრალური სადისპეტჩეროდან მართვა. ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების მოდერნიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გადამცემი ქსელის იმედიანობა და ავარიის შემთხვევაში,  შესაძლებელი გახდა დაზიანებული კერის აღმოფხვრა მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge