png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გოჩა ცოფურაშვილი გორში ფერმერებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 07.09.2016
  • 18:17
გოჩა ცოფურაშვილი გორში ფერმერებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს და ფალსიფიცირებული და უხარისხო ქიმიკატების ქსელიდან ამოღებას უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს,  პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებიდან  აღებულია 24 ნიმუში, საიდანაც დარღვევა 6 შემთხვევაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სააგენტო განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, რის შედეგადაც მინიმუმამდეა შემცირებულია სასოფლო- სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარზე საზიანო ზემოქმედება.

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და მოხმარება აქტუალური საკითხია. სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების პარალელურად, პრიორიტეტულია მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ახალი რეგულაციების შესახებ  ფერმერების ინფორმირება. მაღალი ხარისხის  პრეპარატების სწორად და ეფექტიანად  გამოყენება   ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას და  კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას“, -განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  წარმომადგენლებმა ფერმერებს აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების, ასევე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით მიმდინარე  ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge