png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნიკა გვარამია მოსამართლეებზე ზეწოლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდოარის მოადგილეს ადანაშაულებს

  • საზოგადოება
  • 08.09.2016
  • 18:42
ნიკა გვარამია მოსამართლეებზე ზეწოლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდოარის მოადგილეს ადანაშაულებს

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩინჩალაძე ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მათ დავალებებს ასრულებდა, დღეს კი ის ”ქართულ ოცნებაში” გადაპორტირდა.

გვარამიას განცხადებითვე, ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ხელისუფლებასთან კომუნიკაციას კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის, ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით ამყარებს. 
"მე გამოვააშკარავებ ადამიანს, რომელიც შიგნიდან ანგრევს სასამართლო ხელისუფლებას და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. ვალერი ცერცვაძე იყო მეორე ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ ჩინჩალაძეა. რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ცერცვაძეც და ჩინჩალაძეც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის” დროსაც, დღეს კი ისინი ,,ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ. 
ბატონი ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ჩინჩალაძე მთლიანად არის ინტეგრირებული ხელისუფლებაში. ჩვენ ვსწავლობთ მის ბიზნესებს. ის სახელმწიფოსთან კომუნიცირებს ბატონი ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით, რომელიც კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ეს ადამიანი სავარაუდოდ არის ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში. ზარდიაშვილი-ჩინჩალაძე არიან მეჯვარეები. 
ჩინჩალაძის მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი არის ზარდიაშვილის თანამშრომელი, მან წაიყვანა კონტროლის პალატაში. ის იღებს 2500 ლარს იმაში, რომ არ დადის სამსახურში, არავის ის არ უნახავს. ეს ოჯახი, ბატონი ჩინჩალაძის, მთლიანად არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, მას ხელისუფლებასთან ფინანსური ინტერესები აკავშირებს. ბატონ ჩინჩალაძეს ვპირდები, ის აღმოჩნდება ციხეში. დასრულდება ის ტრიადა, რომელიც მართავდა სასამართლოს მანამდეც და ახლაც. ამ ტრიადის სახეა მხოლოდ მურუსიძე. ამ ტრიადაში გადაწყვეტილებებს იღებდნენ ჩინჩალაძე და ცერცვაძე. მე ვიცი რაზეც ვსაუბრობ. ასე იყო გუშინაც და დღესაც. „რუსთავი 2“-ის საქმეში ფათური არავის არ შერჩება. 
არ მისცეთ შესაძლებლობა ჩინჩალაძისნარი ნაძირლებს, თავს მოახვიონ მოსამართლეებს შეხედულებები. დაიცავით „რუსთავი 2“. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას განვითარების შანსს არ აძლევენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge