png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა

  • ეკონომიკა
  • 09.09.2016
  • 11:06
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი  ვაჭრობის ფინანსირებაში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა

აზიის განვითარების ბანკმა  თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეორედ დაასახელა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. აღნიშნული ჯილდო სულ 15 პარტნიორ ბანკს გადაეცა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში.

“ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მეორე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს დაჯილდოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში,“ - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა.

შეფასების საზომი აზიის განვითარების ბანკისთვის 2015 წელსა  და 2016 წლის პირველ ნახევარში ბანკების მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა იყო. ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში, 200-ზე მეტი  პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისთვის ხდება საიმპორტო და საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობა.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ  8 200-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა რეგიონში, რისთვისაც  11 800-მდე ტრანზაქცია განახორციელა. პროგრამის ფარგლებში 23,6 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და  არაერთი სექტორი დაფინანსდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge