png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თბილისში ლევან გოთუას სახელობის სკვერი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 12.09.2016
  • 15:23
თბილისში ლევან გოთუას სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი - ლევან გოთუას სახელობის სკვერი მოეწყო. გოთუას ქუჩაზე, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის სკვერის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ლევან გოთუას ოჯახის წევრები და ახლობლები, მწერლები და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.  

დავით ნარმანიამ  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ ადგილზე  ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მოეწყო სივრცე, სადაც ყველა ასაკის და კატეგორიის ადამიანს შეუძლია გაერთოს, ისეირნოს, ივარჯიშოს და, შესაბამისად, უფრო კმაყოფილი დაბრუნდეს სახლში. თანამედროვე საპარკე ავეჯის დამონტაჟებისა  და გამწვანების საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების გარდა, სკვერში გაკეთდა სპეციალური სავარჯიშო კუთხეც, რომელიც  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ჯანსაღი თაობის აღზრდას ემსახურება. წელს  თბილისის მერიამ 10 მასშტაბური სკვერისა და მოედნის  რეკონსტრუქცია განახორციელა, რაიონული გამგეობების მეშვეობით კი, თბილისის სხვადასხვა რაიონში, შედარებით მცირე ზომის სკვერები კეთილმოეწყო“- განაცხადა დავით ნარმანიამ

სკვერში  დაიდგა მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის ავტორობით შექმნილი მწერლის  მონუმენტი, რომელიც ლევან გოთუას  ოჯახმა სკვერს საჩუქრად გადასცა.

1974 წელს გაშენებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დედაქალაქის მერიის ინიციატივით,  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა.    

რეკონსტრუქციის ფარგლებში, სკვერში მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა და საბავშვო მოედანი, დაიდგა კომფორტული დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, მოიკირწყლა საფეხმავლო ბილიკები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა.  სკვერის მთელ ტერიტორიაზე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. განახლებული სკვერის გარშემო დეკორატიული ღობე მოეწყო.

სკვერის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 186 000 ლარი გამოიყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge