png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

  • სამართალი
  • 13.09.2016
  • 15:38
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭო"-ს ფარგლებში  ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

ქ. ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში გამართულ პრეზენტაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ადგილობრივი შეხვედრის მონაწილეებს საბჭოს ფუნქციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანო „ადგილობრივი საბჭო" რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები  არიან გაწევრიანებული. მისი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების  მიღება, ინიციატივების შემუშავება,  სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა. 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საბჭო პერმანენტულად შეიკრიბება და რეგიონში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს, ასევე შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge