png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რამაზ ბოლქვაძემ თავის სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

  • საზოგადოება
  • 15.09.2016
  • 11:52
 რამაზ ბოლქვაძემ თავის სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ახალი სასწავლო წელი მის მიერ დამთავრებულ ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლას მიულოცა. საკუთარ პედაგოგებს და პირველკლასელებს რამაზ ბოლქვაძემ სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
"ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს, მშობელს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია.
მოხარული ვარ, რომ წლების შემდეგ სასწავლო წლის დაწყებას ისევ ჩემს მშობლიურ სკოლაში ვხვდები,რომელიც წელს 50 წლის ხდება და მინდა მოგილოცოთ არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია.

დღეს დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ყველა შემდგომი წარმატება მნიშვნელოვნად სწორედ აქ გატარებულმა წლებმა განაპირობა.
გილოცავთ ამ სკოლის ძალიან ღირსეულ, გამორჩეულ და მისაბაძ პედაგოგებს დღევანდელ დღეს და გისურვებთ, რომ კიდევ არაერთი ღირსეული მოქალაქე აღუზარდოთ ქვეყანას.

ამ შესანიშნავი სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს იწყებთ ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერ წელს. ნათელი მომავალი გქონდეთ და გეცხოვროთ ძლიერ და ერთიან ქვეყანაში".

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი სკოლის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მოგვიანებით რამაზ ბოლქვაძემ სკოლის მუზეუმი დაათვალიერა და სკოლის სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ახალი სასწავლო წელი ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნით და სახელმწიფო დროშის აღმართვით გაიხსნა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდა.
ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლა წელს დაარსებიდან 50 წელს ზეიმობს. სკოლაში 750 მოსწავლე სწავლობს და წელს სულ 74 პირველკლასელი ჰყავს

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge