png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ლასლო ბარანიაი: საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში

  • პოლიტიკა
  • 15.09.2016
  • 13:06
 ლასლო ბარანიაი: საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში

საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში,–ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ლასლო ბარანიაის განმარტებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს, გააორმაგოს ინვესტიციების მოცულობა მომდევნო წლების განმავლობაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB –ის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზებზე და აღინიშნა  მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. 

ლასლო ბარანიაის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად უჭერს  მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსს და განიხილავს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას.

„პრემიერ-მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მის ეკონომიკურ სტრუქტურებთან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან. დღესდღეობით, ჩვენი ინვესტიციების ოდენობა აღემატება 700 მილიონ ევროს, რომლის გაორმაგებასაც ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. ჩვენი აქტიური საქმიანობა ეხება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესები, ასევე თანამშრომლობა რამდენიმე ქართულ ბანკთან. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, სხვა სფეროებშიც გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა, რადგანაც თქვენს ქვეყანასა და მის ეკონომიკას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და შესაბამისი პირობები. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვა შესაძლებლობები და გზები, კერძოდ განათლების სფეროში და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებებში ჩვენი ჩართულობის გზები. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგად მიმდინარეობს. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“–განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge