png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

  • საზოგადოება
  • 15.09.2016
  • 13:24
 აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 25-27 სექტემბერს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2011 წლიდან ტარდება ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას,  ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელსაც აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექვსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური. 27 სექტემბერს კი, სოფელ შუამთის სათვალთვალო პლათფორმასთან მოხდება ფესტივალისა და 2016 წლის ფრინველთა გადაფრენის შედეგების შეჯამება და სტუმრებისთვის გაცნობა.

„ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის, რის გამოც ფესტივალი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აღნიშნული ფესტივალისთვის ჩვენ მოვაწყვეთ სატვალთვალო პლატფორმა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა სოფელ შუამთაში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ იმ საოჯახო სახლების განვითარებას, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან სოფლებში მდებარეობს. ტურიზმის ამ სახეობას კი, რომელიც აჭარაში ფეხს იდგამს პოპულარიზაციას ვუწევთ როგორ შიდა ასევე უცხოურ ბაზრებზე ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო რგოლების შესაბამის თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებით,“ განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზენტაციისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან იმართება. მას მიმდინარე წელს,  ბუნების კონსერვაციის საზოგადოება (SABUKO) უწევს ორგანიზებას, რომლის ხელმძღვანელსაც წელს, აჭარაში გადამფრენი ფრინველების დასცვის მიზნით გაწული სამსახურისთვის ბუნების კონსერვაციის სფეროში მსოფლიოში პრესტიჟული უიტლის ფონდის ჯილდო გადაეცა. ფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge