png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კუს ტბის საბაგიროს უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, რამდენიმე ხე-მცენარე გაისხვლება

  • საზოგადოება
  • 15.09.2016
  • 14:01
კუს ტბის საბაგიროს უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, რამდენიმე ხე-მცენარე გაისხვლება

უახლოეს პერიოდში  თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება. რამდენიმე დღეა საბაგირო სატესტო რეჟიმში ამუშავდა.

ტესტირებისას, საბაგირო გზაზე გონდოლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია ხე-მცენარეებმა. შესაბამისად,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მხოლოდ იმ ტოტების შეჭრას, რომელიც ხელს უშლის გონდოლის გამართულ მოძრაობას. 

მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გამწვანების სამსახურის უფროსთან ნინო სულხანიშვილთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„რამდენიმე დღეში ამოქმედდება საბაგირო, რომელიც ჭავაჭავაძის გამზირს კუს ტბასთან აკავშირებს. ახლა მიმდინარეობს ტესტირების რეჟიმი. ზედამხედველობის სამსახური აკვირდება პროცესს, რომ უსაფრთხოების ნაწილი იყოს მაქსიმალურად დაცული. გარდა ამისა, უსაფრთხოებისთვის ვაკის პარკში რამდენიმე ხე-მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას და ეს პროცედურები განხორციელდება უახლოეს დღეებში და ტესტირების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ამ საბაგიროს საშუალებით გადაადგილდნენ. ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის შექმნის უფრო მეტ კომფორტს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კუს ტბის საგაბიროს რეკონსტრუქციას ახორციელებს შპს "ბაგირმშენი". აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge