png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავით ნარმანია ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს

  • პოლიტიკა
  • 16.09.2016
  • 14:05
დავით ნარმანია ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერი დავით ნარმანია ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

როგორც ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ განაცხადა, ორი წლის წინ, როცა „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, თბილისის საზოგადოებას წარედგინა 41-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას აპირებდა და როგორ ხედავდა გუნდი დედაქალაქის განვითარების პერსპექტივებს. თბილისის მერის თქმით, პრობლემების მოგვარების 41 პუნქტი არ ყოფილა ტრადიციული წინასაარჩევნო დაპირებების ზოგადი ჩამონათვალი. ეს იყო თბილისის მოსახლეობასთან რამდენიმეთვიანი ურთიერთობების ერთგვარი რეზიუმე და პასუხი ყველა იმ კითხვასა და მოთხოვნაზე, რაც თბილისელებს წლების განმავლობაში აწუხებდა.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი ამ ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ დაპირებების გათვალისწინებით და მათი შესრულებისთვის მუშაობდა, ეს იყო ამოსავალი პრინციპი 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების შედგენის დროსაც _ გაგვეთვალისწინებინა და გაგვეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება თბილისელებს. ამიტომაც, დედაქალაქის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი მკვეთრად არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე. პრაქტიკულად გაორმაგებულია ყველა სახის სოციალური დახმარება, დამატებულია რამდენიმე ახალი პროგრამა. ჯანმრთელობის დაცვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებაზე, ქალაქის გამწვანებაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოებაზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ყველა ის მწვავე საკითხი, რაზეც დღეს თბილისელები საუბრობენ, ხშირად რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა და მათ გადაჭრისთვის ისევ წლებია საჭირო.

„მით უფრო იმ პირობებში, როცა მთლიანად სტრუქტურაში დაგვხვდა აუწყობელი სისტემა და არ არსებობდა მართვის თანამედროვე, დემოკრატიული სტილი. უფრო სწორად, ყველაფერი აწყობილი იყო ერთი ადამიანის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი მიზანი იყო, ლოკალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, შეგვექმნა ქალაქის განვითარების გრძელვადიანი, სტაბილური სისტემა, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული პერსონების სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ამ ორ წელიწადში უნდა გამოჩენილიყო პრობლემების გადაწყვეტის და ქალაქის განვითარების ტენდენციები. ეს ტენდენციები თვალსაჩინოა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge