png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარამ შესაძლოა ევროპის რეგიონთა ასამბლეის სხდომებს უმასპინძლოს

  • პოლიტიკა
  • 16.09.2016
  • 16:30
 აჭარამ შესაძლოა ევროპის რეგიონთა ასამბლეის სხდომებს უმასპინძლოს

აჭარამ შესაძლოა ევროპის რეგიონთა ასამბლეის გასვლით სხდომებს და პლენუმებს უმასპინძლოს. წინადადება აჭარის მთავრობის თამჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ორგანიზაციის პრეზიდენტს ჰანდე ბოზათლის პირისპირ შეხვედრისას შესთავაზა. ორმხრივ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდა. მხარეებს შორის საუბარი ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-6 სამიტის მიმდინარეობას, ასევე, დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს, პოლიტიკური,კულტურულ-ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობას შეეხო.
ევროპის რეგიონთა ასამბლეის სამიტი საქართველოში პირველად ტარდება და მას ევროპის წამყვანი რეგიონების 80-მდე დელეგატი ესწრება.
აჭარის რეგიონის შესახებ სტუმრების წინაშე სპეციალური პრეზენტაციით აჭარის მთავრობის წარმომადგენლები წარსდგენ. შეხვედრის ფარგლებში 2014-2020 წლების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა წარმოადგენს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმს და ევროპის დონეზე რეგიონთა ინტერესების დაცვის ფართო ქსელს, რომელშიც ევროპის 35 ქვეყნის რეგიონი და 15 რეგიონთაშორისი ორგანიზაციაა გაერთიანებული. საქართველოს ერას ასამბლეაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ აჭარა და გურიაა წარმოდგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წელს გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრი.
სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად, ერა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონულ დონეზე ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობაში.
ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის სამიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge