png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი ცაგარეიშვილი - ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას

  • პოლიტიკა
  • 16.09.2016
  • 18:21
გიორგი ცაგარეიშვილი - ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას

"ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას, ეს იქნება დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მისი იმიჯისათვის, რომელიც „ნამცეც-ნამცეც აიკინძა ამ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ,,ირაკლი ალსანია-თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„2016 წლის 7 სექტემბერს  საზოგადოებრივ  მაუწყებელში გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე  გადაწყვეტილებას სხვა კომერციულ მაუწყებლობებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარებასთან დაკავშირებით  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

,,თვალშისაცემია ის, რომ ეს კონტრაქტი ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება თუ უკვე გაფორმებული არ არის  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ჯიუტად გეგმავს  ამ სამ კერძო მაუწყებელთან ერთად გააფორმოს კონტრაქტი მკვლევარ კომპანიასთან, რომელიც ეგზიტპოლებს  არჩევნების დღეს გამოაქვეყნებს“, -  განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ  ეს იქნება დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მისი იმიჯისათვის, რომელიც „ნამცეც-ნამცეც აიკინძა ამ 4 წლის განმავლობაში იმ საშინელი მემკვიდრეობიდან, რომელიც დარჩა საზოგადოებრივ მაუწყებლობას ნაციონალური მოძრაობისგან და მიხეილ სააკაშვილისგან“. მისი აზრით,  დღეს,  ავად თუ კარგად,  საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლებულია, მაგრამ  საქართველოს ხელისუფლება ახლაც ცდილობს როგორმე დააკნინოს, დაამციროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩართოს ამ გაუგებარ პროექტში, პოლიტიკურად ანგაჟირებული გახადოს არხი და აქციოს მხარედ.

 „ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას. ჩვენ  ერთი ბრიფინგი მივუძღვენით ამ მოვლენას, ვუძღვნით კიდევ ერთ ბრიფინგს, მომავალშიც ჩავატარებთ ამ მოვლენის მონიტორინგს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ზურგს უკან დაჩქარებული წესით გამოიყო ამ პროექტში მონაწილებისთვის 200 000 ლარი. თუ გადავხედავთ ამ კონტრაქტის წინაპირობებს, შეიძლება დაისვას კითხვა - რა დოზით მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროექტის განხორციელებაში.  მე შემიძლია გაგცეთ პასუხი,  რომ სხვა თანამონაწილეებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც არის გამოყოფილი თანხა. ეს პატარა თანხა არ არის“, - ამბობს  ,,თავისუფალი დემოკარტების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ადასტურებს, რომ აქ მხოლოდ თანხაში არ არის საქმე,  საქმე იმაშია, რომ დანარჩენმა სამმა მაუწყებელმა და მათ უკან მდგომმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ „გაეპრავებინათ’“ ეს ეგზიტპოლები. „ამ ეგზიტპოლების სანდოობისთვის ჩართეს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რათა გამოეყენებინათ მისი ეთერი, მისი მატერიალური რესურსები იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გაურკვეველი ეგზიტპოლები შეეჩეჩებინათ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge