png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 18.09.2016
  • 17:38
საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე - კახა კალაძე

 ჩვენ უნდა დავამკვიდროთ პოლიტიკაში ახალი თანამედროვე სტანდარტები; უნდა დავასრულოთ  დაპირისპირება, შეურაცხყოფების მიყენება, გათითოკაცოებული საქართველო,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის 65- ოლქის, მეორე ზონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაზო ფაცაცია  წარუდგინა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს იმის ძალა, შესაძლებლობა, რომ ერთმანეთის მიმართ იყოს  უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა.

„მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, იმ განვლილი გზისთვის, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, დავიწყეთ 2011 წელს, მაშინ, როდესაც ყველა ერთად დავირაზმეთ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ და მოვდივართ. ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ღირსეულად გამოვიარეთ ეს წლები. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი და მნიშვნელოვანი, წინა ხელისუფლება ჩავანაცვლეთ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ  ქვეყნებში ხდება“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმითვე, საზოგადოების ერთიანობით,  არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ  მოქალაქეებზე.

„გაძლევთ პირობას, რომ ზუსტად ის გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია, თითოეული თქვენთაგანის თანადგომით,  მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, არასდროს არ დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ძალადობდნენ განსხვავებული აზრის გამო, ძალადობდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ქვეყანაში დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი სტანდარტები. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მე მეამაყება ის, რომ დღეს თოთოეული ჩვენთაგანი არის თავისუფალი. განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ქვეყანაში არ იდევნებიან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს“,-დასძინა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge