png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა

  • საზოგადოება
  • 19.09.2016
  • 11:37
კახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის ფარგლებში, მოლდოვას შესაბამისი უწყებებისთვის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის, პენიტენციის და პრობაციის სფეროებში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეფორმის საკითხებში.

მინისტრი დაინტერესებულ წრეებს გააცნობს უკანასკნელ წლებში საქართველოს მართლმსაჯულების, პენიტენციისა და პრობაციის სფეროში გატარებულ იმ ძირეულ რეფორმებს, რამაც დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიერა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის  მექანიზმები არსებითად გააუმჯობესა. ამასთან, ყურადღება გამახვილდება იმ სირთულეებზეც, რომელთა გადალახვაც რეფორმების პროცესში გახდა საჭირო.

აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის არა მხოლოდ რჩევების მიმღები და მომხმარებელი, არამედ მზად არის, დაგროვილი გამოცდილება და მიღწეული პროგრესი  აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს გაუზიაროს. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტი მოლდოვაში 20-23 სექტემბერს შედგება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge