png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 19.09.2016
  • 12:48
 გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 17-18 სექტემბერს  სპორტული ჩემპიონატი ,,გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში’’ გაიმართა. ტურნირში გლდანის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვება გუნდმა „Striba“-მ მოიპოვა.

ტურნირის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას ასეთი შესანიშნავი ტურნირის ჩატარებისთვის. ტურნირი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ჩვენ, ყველანი, კმაყოფილები ვართ. მინდა მივულოცო ბიჭებს, ჩვენს გუნდს და ასევე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო მონაწილეობისთვის“,- განაცხადა გამარჯვებული გუნდის კალათბურთელმა, დავით მაისურაძემ.

ჩემპიონატის ჩატარება ახალგაზრდებში სპორტით დაინტერესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

,,დაძაბული და სანახაობრივი ტურნირი გამოვიდა. ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილე გუნდს. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება გამომდინარე იქიდან, რომ ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ხდება. გლდანის რაიონის გამგეობა სისტემატურად მართავს ასეთ ღონისძიებებს’’, - განაცხადა დიმიტრი ორმოცაძემ.  

გამგებელმა გლდანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის მოედნის მოწყობაც დაანონსა და ახალგაზრდებს პროექტის განხორციელებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

,,მინდა იმ სიურპიზის შესახებ გამცნოთ, რასაც მომავალ წელს გლდანის გამგეობა გიმზადებთ. ესაა ახალი, თანამედროვე კალათბურთის მოედანი. მინდა, რომ თქვენც ჩაერთოთ ამ პროცესში და ერთად გავაკეთოთ ახალი კალათბურთის მოედანი გლდანში’’, - თქვა გამგებელმა.  

ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი „Striba“, გლდანის რაიონის სახელით, თბილისის ჩემპიონატზე იასპარეზებს და სხვა რაიონების გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge