png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 19.09.2016
  • 16:02
სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა გაიხსნა

კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნა დღეს აჭარის ერთ-ერთ სოფელში. სასწავლო წლის ახალ სკოლაში დაწყება ზედა ჭარნალის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიულოცა. სკოლის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ზედა ჭარნალში წლების განმავლობაში 100-მდე მოსწავლე ავარიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდა. ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ძველი სკოლის მიმდებარედ აშენდა ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შიდა სპორტული დარბაზით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლებიისთვის. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყო საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობისათვის 469 993 ლარი დაიხარჯა.

ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში სწავლობს 71 მოსწავლე, მათ შორის 8 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 17 პედაგოგი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს დასრულდა ზედა განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დაიწყება სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 2017 დაიწყება სარფის ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფერიის საჯარო სკოლას

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge