png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 19.09.2016
  • 17:50
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია თამარ ხიდაშელის საარჩევნო  პლაკატების „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის”ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით დაფარვის ფაქტთან დაკავშირებიტ განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. თამარ ხიდაშელის სააგიტაციო პლაკატები, სწორედ, დადგენილი წესის დაცვით იყო გაკრული.

ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა ისჯება ფულადი სანქციით, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი“. ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ქმედებაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რეაგირება მოხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ამასთან, სამომავლოდ, დადგენილი წესით  დაჯარიმდება ყველა ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში დაარღვევს,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დაქ.თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს,,წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან)დაკავშირებით ზოგადი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ 2014 წლის 5 დეკემბრის N16-38დადგენილებით განსაზღვრულმოთხოვნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებს მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახური დღეს გამაფრთხილებელი შინაარსის წერილითაც მიმართავს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge