png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავით სერგეენკო - ფოთის მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყველა პრობლემის აღმოფხვრა

  • პოლიტიკა
  • 19.09.2016
  • 18:33
 დავით სერგეენკო - ფოთის მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყველა პრობლემის აღმოფხვრა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფოთში იმყოფებოდა, სადაც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად ქალაქის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე დავით სერგეენკომა აღნიშნა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ის ადამიანია, რომელთან ერთადაც შესაძლებელი იქნება ყველა პრობლემის აღმოფხვრა. „ხშირად ამბობენ, რომ დეპუტატი არის ადგილობრივი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში. ეს ასე არ არის. დეპუტატი სასიცოცხლო მნიშვნელობის წარმომადგენელია საკანონმდებლო ორგანოში ყველა სამინისტროსთვის. სწორედ მასთან ერთად უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული გეგმები კონკრეტულ რეგიონებთან მიმართებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს კანდიდატთან ერთად შევძლებთ კონსტრუქციულ ანალიტიკურ დაგეგმარებას. ირაკლი ხახუბია, რომლის მხარდასაჭერადაც დღეს აქ ჩამოვედი, დარწმუნებული ვარ, იქნება საუკეთესო პარტნიორი . მეც და ისიც, როგორც პროექტის რიგითი მენეჯერები, ვიმუშავებთ თავდაუზოგავად და შევიმუშავებთ ყველაზე ოპტიმალურ გეგმას ფოთისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კითხვები კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის ფოთში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურასა და არსებული სამშობიარო სახლის გადაიარაღებას, შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფაზეც.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ სახელისუფლო გუნდის 4-წლიან შედეგებზე ისაუბრა.

„C- ჰეპატიტის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის დამსახურებით დღეს საქართველოში ძვირადღირებულ კურსს 12 000 ადამიანი იტარებს. მათი 90% უკვე განკურნებულია“, - აღნიშნა ხახუბიმა. მანვე ყურადღება გაამახვილა „სოლიდარობის ფონდის“ მუშაობის შედეგებზე, რომელმაც სიმსივნით დაავადებული 270-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა.

„მე ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც შეძლო უმოკლეს დროში გაეტარებინა ყველაზე ჰუმანური და ადამიანური რეფორმები. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ისეთ პოლიტიკას, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. დიდი იმედი მაქვს, რომ დავით სერგეენკო იქნება ჩვენი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას,“ - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge