png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.09.2016
  • 20:38
მიხეილ ჯანელიძე შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰს შეხვდა

საქართველოსა და ქუვეითს შორის მაღალ დონის თანამშრომლობის პირველიერთობლივი კომიტეტის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 

მიხეილ ჯანელიძემ და ქუვეითის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ქუვეითის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქუვეითთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს კერძო სექტორში ქუვეითური კომპანიებისა და ქუვეითის მოქალაქეების მზარდი აქტივობები. ქართული მხარე მიესალმება ქუვეითის კომპანიებისა და ინვესტორების უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიც არის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ტურიზმი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. 

შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში 2016 წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას და ასევე ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას. 

აღსანიშნავია რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge