png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში" „ფესტინოვა 16" გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 20.09.2016
  • 10:56
თიბისი ბანკის მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში" „ფესტინოვა 16" გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სოფელ გარიყულაში, (კასპის რაიონი) „არტვილა გარიყულაში" ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო  ფესტივალი - „ფესტინოვა 16" გაიხსნა.

„მომავალი მეხსიერება" -  წლევანდელი ფესტივალის თემაა, რომლის ირგვლივ  ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდნენ.„ფესტინოვა 16-ზე"  ქართველი და უცხოელი არტისტების  მიერ შექმნილი 11 ნამუშევარია  წარმოდგენილი, რომლებიც  ერთმანეთისგან სრულიადგანსხვავებულ ფორმატშია შესრულებული.  წელს ფესტივალზე პირველი გერმანული  კონცეპტუალური პავილიონიც გაიხსნა.

ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სოფელ გარიყულაში  2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა. „ფესტინოვა 16"  წელს დამთვალიერებელს სამი კვირის განმავლობაში, 8 ოქტომბრამდე ელოდება.

თიბისი ბანკი  უკვე მეოთხე წელია „ფესტინოვას" პარტნიორი და მხარდამჭერია. წელს ბანკის ინიციატივით,  სოფელ გარიყულაში  „არტვილა გარიყულას" შენობის ერთი ნაწილის, კერძოდ კოშკის განახლება-რესტავრაცია იგეგმება. სარესტავრაციო სამუშაოებს სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ფრანგი რესტავრატორი, შარლ ანრი კორადელო გაუძღვება. სამუშაო პროცესში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც მათ  შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავონ.

ბოლგარსკების  სასახლე („არტ ვილა გარიყულა") 1885  წელს  სამოქალაქო ინჟინერმა, ვასილ ბოლგარსკიმ საკუთარი პროექტით  ააშენა  და მას  არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.  შენობის ყველაზე სახასიათო ელემენტი  კოშკია, რომელიც თავდაპირველად სანათურის ფუნქციას ასრულებდა და ის სოფლის სხვადასხვა ადგილიდან მოჩანდა.  კოშკის ხის დეტალები მთლიანად არის შესაცვლელი და შესაბამისობაშია მოსაყვანი მის პირვანდელ იერსახესთან.  აშენებიდან  დღემდე შენობას  არ ჩასტარებია სისტემური  რესტავრაცია.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით  კოშკი ორ წელიწადში დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და ის საზეიმოდ   გაიხსნება.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge