png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ეწვევა

  • პოლიტიკა
  • 20.09.2016
  • 12:48
 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ეწვევა

21-22 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ელჩი მიხაელ ლინჰარტი. ელჩი ლინჰარტის ვიზიტი დაგეგმილია საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

 ვიზიტის ფარგლებში ელჩი ლინჰარტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, ასევე  ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM ადგილობრივ ოფისს მცხეთაში და სამხრეთ-ოსეთის  ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებს. 

ავსტრიის საელჩოს გახსნა საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას. მისიის ხელმძღვანელი იქნება ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი არად ბენკო. სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროპული მისწრაფებების მიხედვით საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როგორც ევროკავშირის ინიციატივის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“  წამყვანი პარტნიორი, საქართველო ავსტრიის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყნად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამასთანავე საქართველო კვლავ რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყანად.  

გახსნის ცერემონია გაიმართება 2016 წ 22 სექტემბერს 10სთ-ზე. მისასალმებელ სიტყვას წაიკითხავენ ელჩი ლინჰარტი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი და ბ-ნი გიგი გიგიაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 

გვსურს მოვიწვიოთ მედიის წარმომადგენლები გახსნაზე, სადაც საშუალება ექნებათ ჩაწერონ ინტერვიუები შესაბამის თანამდებობის პირებთან.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge