png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

,,ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ კონტროლირებადი სასამართლოს ეტაპს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში" - ირაკლი ალასანია

  • პოლიტიკა
  • 20.09.2016
  • 16:57
,,ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ კონტროლირებადი სასამართლოს ეტაპს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში" - ირაკლი ალასანია

,,თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არავითარ კავშირში არ იყვნენ პარტიასთან და შესაბამისად სწორედ პოლიტიკური მოტივით მოხდა მათი დაკავება და ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ კონტროლირებადი სასამართლოს ეტაპს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ ,,კაბელების საქმის" ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა სახალხო დამცველის დასკვნა, რომლის თანახმად, „კაბელების საქმეზე" სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

21 სექტემბერს 13:00 საათზე დაიწყება ,,კაბელების საქმის" სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში.

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა ჯერ კიდევ 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვეს, როდესაც, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქმის ადვოკატებს გადაეცათ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა, რომელიც ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნა. საქმის ადვოკატების განცხადებით, დასკვნის თანახმად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი ე.წ. კაბელების საქმის გარემოებებს სწავლობდა.

,,თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების, ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანის საქმე არ არის მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების" საქმე, ამიტომაც შევხდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც პირველი დღეებიდან აკვირდებიან ამ პროცესებს, რომ საზოგადოებას შეექმნას სწორი წარმოდგენა და არ შევიდეს შეცდომაში, როდესაც ივანიშვილი საუბრობს, მეგობართა ჯგუფზე, მინდა გითხრათ, რომ ისინი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და საერთო არ ჰქონდათ არც პარტიასთან, არც ჩემთან და სწორედ პოლიტიკური მოტივით მოხდა მათი დაკავება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერის განცხადებით, საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით და დააკვირდეს საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს - როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. იგი ამბობს, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმედი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების სასამართლოს მხრიდან, რომელსაც მურუსიძე აკონტროლებს.

,,ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი ფორმებით და სასამართლო გზით აპირებს სიმართლის დადგენას და აქედან გამომდინარე მინდა ვისურვო, რომ საზოგადოება იყოს მხარდამჭერი. არასამთავრობო სტრუქტურებმა ძალიან სერიოზული დასკვნები გააკეთეს, სახალხო დამცველმა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულნი. ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებთ კონტროლირებადი სასამართლოს ეტაპს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქმის ადვოკატების განცხადებით სახალხო დამცველის დასკვნაში, დეტალურად არის განხილული ყველა ასპექტი და დეტალურად არის შესწავლილი. გამოყენებულია, როგორც ქართული ისე უცხოური სამართლებრივი წყაროები. პარტიის ლიდერის განცხადების საფუძველზე ის, რაც წერია სასამარლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge