png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თბილისში კიდევ ერთი სკვერი კეთილმოეწყო

  • საზოგადოება
  • 21.09.2016
  • 12:10
თბილისში კიდევ ერთი სკვერი კეთილმოეწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად წერეთლის გამზირის N78-ის მიმდებარედ   რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.  სკვერი „დიდუბობის“ ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც  დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით დღეს აღინიშნება. 

„ჩვენს ქალაქს წერეთლის გამზირზე შეემატა კიდევ ერთი კომფორტული სკვერი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია თავისი დეკორაციებითა და დენდროლოგიით იმ უამრავ სკვერს შორის, რომელთა რეაბილიტაცია მერიამ წელს განახორციელა. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 120 000 ლარი დაიხარჯა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მათ ამ მყუდრო და  კეთილმოწყობილ სკვერში სრულფასოვანი  დასვენებისა და  სკვერში განთავსებული „მცირე ბიბლიოთეკის“ საშუალებით კითხვის  საშუალებაც აქვთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე  წლის აგვისტოში დაიწყო და ერთი კვირის წინ დაასრულა.

რეკონსტრუქციის  ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა  თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ნიადაგს გაუკეთდა სხვადასხვა ფერის  მულჩირება. რეაბილიტირებულ სკვერში საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონები მოეწყო, სადაც ატრაქციონები და ტრენაჟორები  განთავსდა.ტერიტორია  ბუჩქებითა და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერში მოეწყო დეკორატიული საფეხმავლო ხიდი და ჭადრაკის დაფა, ასევე, განთავსდა სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის დეკორატიული ფიგურები.

კეთილმოწყობილ სკვერში განთავსდა “მცირებიბლიოთეკა” წარწერით – “დააბრუნეანშეცვალე“. ვიზიტორებს შეუძლიათ, სკვერში დასვენების დროს უფასოდ წაიკითხონ წიგნები ან სახლში წაიღონ და სანაცვლოდ სხვა წიგნი დააბრუნონ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge