png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 21.09.2016
  • 16:03
 გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნებოს“ მაჟორიტარი დემუპატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. სორის, გადამშის, ჭვებარის, ფარახეთის, შარდომეთის, ჭიბრევის, ბარის, მრავალძალის, ნიგვზნარას, ხურუთის, ლაჩთას, ჭალას, შეუბანის, კომანდელის, ხირხონისის, ქორთას, ქრისტესის, წოლას და წმენდაურის მცხოვრებლებთან სოფლების განვითარების პროგრამაზე ისაუბრა.

„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ყველა სოფლის კეთილმოწყობაა, ჩვენ ვზრუნავთ და კვლავ გავაგრძელებთ ზრუნვას სოფელში მცხოვრებთა პირობების გასაუმჯობესებლად. 2014-2016 წლებში გარეგანათება მოეწყო 15 სოფელში. ელექტროფიკაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დასრულებულია. ოთხ სოფელში, სადაც არასოდეს ყოფილა ელექტროენერგია – გადამში, ჭვებარში, გონასა და სხიერში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ორ-ორ მოსახლეს დაუმონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელექტრო პანელები, ეს პროგრამა მომავლშიც გრძელდება“,-აღნიშნა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძემ ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროგრამაზეც, მის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. “2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მმართველმა ძალამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მისი დაფინანსება საგრძნობლად გაზარდა. ონის მუნიციპალიტეტში, 2012 წლიდან დღემდე, შპს „ბლონშტეინ თრადიშენ ენდ ქუალითი საქართველომ“ 19 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი მოიცავს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს 5 შვილობილი ფერმერული მეურნეობა. მშენებლობა მიმდინარეობს 4 სოფელში. სოფელ შარდომეთში შენდება ფერმის ახალი კორპუსი, რომელიც 120 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი. დარეგისტრირდა 52 კოოპერატივი, აქედან 13-ს გადაეცა 76 000 ლარის ღირებულების 19 ერთეული მოტობლოკი. მეფუტკრეობის 12 კოოპერატივს კი – ფუტკრის 900 სკა. გაიხსნა 6 საოჯახო სასტუმრო. განხორციელდა კვლევები კურორტების – შოვისა და უწერის ტურისტული პოტენციალის შესწავლა-განვითარების მიზნით. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად მიმდინარეობს ონი-უწერისა და უწერა-შოვის გზის 30 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება, რომლის ღირებულება ჯამში 17 977 777 ლარია. განხორციელდა 11 ტურისტული მარშრუტის მარკირება. ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge