png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სოზარ სუბარი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.09.2016
  • 13:16
სოზარ სუბარი გაერო-ს სპეციალურ  მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდნენ.

გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის მიზანს  დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასება წარმოადგენს.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებით განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მინისტრმა   გრძელვადიანი განსახლების, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. 

მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებსაც 2014 წელს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის  ანგარიში მოიცავს.

დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა  მომხსენებელმა მინისტრსა და მის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის სამუშაოები, რაც რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩალოკა ბეიანი,  დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ კორპუსებს დაათვალიერებს და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნობა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge