png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ილია ჭავჭავაძის საფლავზე სარესტავრაციო სამუშაოები იწყება

  • საზოგადოება
  • 26.09.2016
  • 13:54
ილია ჭავჭავაძის საფლავზე სარესტავრაციო სამუშაოები იწყება

მთაწმინდის მწერალთა და მოღვაწეთა საზოგადო პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა - რესტავრაციის  სამუშაოები იწყება. საფლავზე დეკორატიული კედელი და ბრინჯაოს ქანდაკება 1912 წელს მოეწყო და როგორც არქივიდან ამოღებული მასალებიდან ირკვევა, მისი დაზიანება აშენებიდან მალევე დაწყებულა.

თბილისის მერიამ, თავდაპირველად, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის კვლევითი ლაბორატორიის მომსახურება, ტენდერის შედეგების შესაბამისად, შპს ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრს დაუკვეთა. კომპანიას ძეგლებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს  და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, თუ რა სახის სამუშაოებს საჭიროებდა საფლავის დაზიანებული ნაწილი, ასევე, რა მასალებისგან უნდა აღდგენილიყო საფლავის კედელი და იქვე მდებარე ი. ნიკოლაძის სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტური ნამუშევარი - „მწუხარე საქართველო“.

კვლევის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიამ უშუალოდ სამუშაოების ჩატარება დაგეგმა და ტენდერის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა - რესტავრაციის  სამუშაოებს (ააიპ) ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრი განახორციელებს. ცენტრის სახელს უკავშირდება მრავალი ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის, აღნიშნულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს სარესტავრაციო სამუშაოები აქვს განხორციელებული, როგორც არქიტექტურულ, ასევე, მონუმენტურ და ფერწერულ ძეგლებზე.

დღეს მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერი დავით ნარმანია ცენტრის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა, სადაც პირადად, დეტალურად გაეცნო საფლავზე არსებულ მდგომარეობასა და ჩასატარებელ სამუშაოებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ილიას საფლავი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო დაზიანებული და ჩვენ, სწორედ, ამიტომ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. აღდგენაზე მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალიან კვალიფიციური ჯგუფი იმუშავებს, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ააიპ-ში ერთიანდებიან. დაახლოებით ერთი თვეა ძირითადი სამუშაოების ვადა, ამინდების გაუარესებამდე უნდა დასრულდეს და აღდგეს. რესტავრაცია ჩატარდება ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძეგლი და გადავარჩინოთ ეს ყველაფერი განადგურებას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მთაწმინდის პანთეონში, დღეს, მერთან ერთად, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული იმყოფებოდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge