png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.09.2016
  • 17:22
 მიხეილ ჯანელიძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანს შეხვდა

დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ჩალოკა ბეიანის განცხადებით საქართველომ პროგრესს მიაღწია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ჩალოკა ბეიანისთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  არსებული ვითარების შესაფასებლად.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის მხრიდან აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი პირობების შექმნის თვალსაზრისით.

„ბოლო ვიზიტის შემდეგ დღემდე პროგრესი მიღწეულია რამდენიმე საკითხში, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე მოხერხდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა“  - განაცხადა ჩალოკა ბეიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც უპირველესად გულისხმობს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნას და სამოქალაქო, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების დაცვას.

როგორც გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა მან აღნიშნული ვიზიტის წინ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება რაზეც უარი მიიღო. ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და გაესაუბრება ადგილობრივ მოსახლეობას.  ჩალოკა ბეიანი ასევე ეწვევა ზუგდიდს, სადაც მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ დასახლებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge