png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასამართლომ ბრალდებულ ე. მინდოდაურს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 27.09.2016
  • 10:02
სასამართლომ ბრალდებულ ე. მინდოდაურს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და ტარებისთვისბრალდებული ესტატე მინდოდაური დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

სასამართლო  პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გლდანის დასახლებაში ესტატე მინდოდაურსა და მის მეგობარს კახი ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ ძმებ თორნიკე და თენგიზ ვარდანაშვილებთან, ასევე მათ მეგობრებთან - ლევან ხოკერაშვილთან და ლაშა ხართიშვილთან. აღნიშნულზე განაწყენებული ესტატე მინდოდაური დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით, სხეულის სხვადასხვა არეში თორნიკე ვარდანაშვილს ხუთი, ხოლო ლევან ხოკერაშვილს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ვარდანაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლევან ხოკერაშვილის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ესტატე მინდოდაური დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თიანეთის რაიონში დააკავეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თათბირის დაწყებიდან 4 საათსა 30 წუთში ესტატე მინდოდაური სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ოთხივე ბრალდებაში, აქედან ერთხმად სცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნო 8 ხმით ოთხის წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტატე მინდოდაურს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge