png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შსს-ს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უტარდებათ ტრენინგი -„უსაფრთხო და თავისუფალი არჩევნები 2016“

  • სამართალი
  • 27.09.2016
  • 10:03
შსს-ს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უტარდებათ ტრენინგი -„უსაფრთხო და თავისუფალი არჩევნები 2016“

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული სპეციალური ბრძანების საფუძველზე, პოლიციელთა გადამზადება მიმდინარეობს. შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის იურისტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ატარებენ ტრენინგებს -„უსაფრთხო და თავისუფალი არჩევნები 2016“.
ტრენინგების მიზანია, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სამართალდამცველების ინფორმირება არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.
აჭარაში, ქალაქ ბათუმში, პოლიციელთა წინასაარჩევნო გადამზადებას, ცესკო-ს სწავლების ცენტრის წარმომადგენელი, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშოროსი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეუთო-ს, საია-ს ანალიტიკოსები და დამკვირვებლები დაესწრნენ.
სწავლებაზე არჩევნების უსაფრთხოების კონტექსტში განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც საარჩევნო კოდექსიდან და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებიდან.
სწავლება უკვე გაიარეს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge