png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

700-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი იტბორება - როგორ ცხოვრობენ დევნილები?!

  • საზოგადოება
  • 27.09.2016
  • 17:18
700-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი იტბორება - როგორ ცხოვრობენ დევნილები?!

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” მედიის წარმომადგენლები ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში ჩასახლებულ დევნილებს შეახვედრა. დევნილებმა ჟურნალისტებს მათ ახალ საცხოვრებლებში არსებულ პრობლემებზე უამბეს.  

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა, სოფო ლაგვილავამ განუცხადა, მედია ტურის მიზანია, რომ ჟურნალისტები გაეცნონ დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს.

ჟურნალისტების პირველი მარშრუტი ქუთაისში იყო. იქ მცხოვრები დევნილები მოითხოვენ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმონ მათ პრობლემებს, რადგან როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის მოგვარება მხოლოდ შესახლებაში არ მდგომარეობს.

მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებაზე,  გაუმართავ კანალიზაციის სისტემაზე, სარდაფებში წყლის დაგროვებასა და საცხოვრებელი სახლების უხარისხო გადახურვაზე საუბრობს.  

დაბზარული კედლები, იატაკიდან ამოხეთქილი წყალი, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, მიტოვებული სახლი და ოჯახი, რომელსაც ქირით გადასვლა მოუწია. აი, ასეთი სიტუაცია სუფევს ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან.

ქუთაისის ყოფილ სამხედრო  ლიცეუმში კი, 2008 წლიდან კოდორიდან დევნილი 71 ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრებელ კორპუსს დანგრეული შენობის ნარჩენები ესაზღვრება, რის გამოც დევნილები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ნანგრევებიდან გამოსულ ქვეწარმავალს ამ კორპუსის ბინადარი დაუგესლავს. როგორც იქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, მათ დახმარებისთვის ქუთაისის მერიას მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

ზუგდიდში ჩასახლებული 320 ოჯახი დევნილი თითქოს, ერთი შეხედვით კარგ პირობებში ცხოვრობს, თუმცა, მათ ბევრი პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, წყალი რომელიც მათ ონკანში მიედინება, დასალევად უვარგისია, რადგან მას ფეკალური მასა უერთდება, რის გამოც მოწამვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა. არ გააჩნიათ საბავშვო ბაღი და 120-მდე ბავშვი ბაღში ვერ დადის, 40 ბავშვს კი 3 კილომეტრის სიშორეზე უწევს სიარული.

ბათუმში ჩასახლებული დევნილებიც ერთი შეხედვით კარგ პირობებში არიან, თუმცა, მათაც აქვთ სირთულეები. 700-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფში კანალიზაციის მილი ჟონავს და იტბორება.      

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge