png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობენ

  • საზოგადოება
  • 27.09.2016
  • 17:38
უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობენ

ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ, პორტუგალია, ჩინეთი) ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით საქართველოში ესტუმრა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა ქართლსა და კახეთში მოინახულეს სხვადასხვა ღვინის კომპანია, სადაც გაეცნენ საქართველოს ღვინის კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედია-ტურის მონაწილეებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში სტუმრობის დროს შეხვდა.

„საქართველოში ჩამოსულია დებრა მეიბურგი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის მაგისტრი, რომელიც განსაკუთრებით ჩინეთზე მუშაობს. მას ჩამოყვანილი ჰყავს ჯგუფი, რომლის წევრებიც ღვინოზე და ღვინის კულტურაზე წერენ. ისინი მოგზაურობენ კახეთში და ქართლში, სადაც ადგილზე ეცნობიან ღვინის კომპანიების მარნებსა და ვენახებს, ესწრებიან რთველს და ყურძნის დაწურვის პროცესს, რის შესახებაც შემდგომში დაწერენ" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

დებრა მეიბურგის შეფასებით, საქართველო გამორჩევა ადგილობრივი ბუნებრივი ღვინოების მრავალფეროვნებით.

„ჩვენი ჟურნალისტების ჯგუფი აქ იმისთვის შეიკრიბა, რომ გაიცნოს ქართული ღვინო. საინტერესო ისაა, რომ ამ ჯგუფიდან ზოგიერთი ღვინის სპეციალისტია, ზოგიერთი კი ისეთი ჟურნალისტი, რომელიც ღვინოს არც ისე კარგად იცნობს, რადგანაც ჩვენ გვინდოდა წარგვედგინა ქართული ღვინო ისეთი ადამიანებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება ამ სფეროში. საქართველოს დიდი უპირატესობები აქვს, რადგან აქ დიდი მრავალფეროვნებაა ადგილობრივი ბუნებრივი ღვინოებისა. ეს უპირატესობაა, მაგრამ ამასთანავე საპასუხისმგებლოა, რადგან ეს მრავალფეროვნება ბაზარს უნდა წარვუდგინოთ, სწორედ ეს ხდის საქმეს ამაღელვებელს, რადგან ეს ყველაფერი  ახალი სახეობების და ღვინის აღქმის ახალი გზების აღმოჩენაა, ტანინიანი თეთრი ღვინო თუ ტკბილი წითელი, ეს ახალი კონცეპტია საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი აზიაში.  ისტორიის გამო, საქართველო ბევრი ჩინელისთვის ძალიან საინტერესოა,  მათ კარგი თანამშრომლობა აქვთ, ისინი ძალიან გახსნილები არიან და მზად არიან ხელი შეუწყონ საქართველოს, დიდი საქმე გვაქვს წინ, საქართველო ჩინეთის ბაზარზე უნდა დავამკვიდროთ, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის ქვეყანა" - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

ინფორმაციისთვის: ღვინის მედია-ტურის შემადგენლობა -  დებრა მეიბურგი - ღვინის მაგისტრი და სპიკერი (ჰონგ-კონგი), ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი „Meiburg Wine Media"-ს დამფუძნებელი; მაიკ პიტერსი - ღვინის მწერალი „China Daily"; ჯენის ლენგი- ღვინის მწერალი და  ბლოგერი www.janiceleunghayes.com; სარა ჰელერი - სომელიე, ღვინის მწერალი "South China Morning Post"; ჯისი ვიენსი - ღვინის მწერალი „Spirito Di Vino"; რონი ლაუ - ღვინის კრიტიკოსი, „Hong Kong Wine & Spirits Writers Association"-ის თავმჯდომარე;ძიაო პედრო - ღვინის მწერალი; სიან ჟანგი - ღვინის მწერალი ჩინეთში; ბორის ლი - „The Sun Daily"-ის ჟურნალისტი ; სანგ ვონგი - "Life Week"-ის მწერალი; ჯული ჟუ - "Modern Weekly" -ის მწერალი; ალექს ვებსტერი - მენეჯერი „Meiburg Wine Media"; პამელა ლემი - მარკეტინგის და პროექტების მართვის მენეჯერი „Meiburg Wine Media")

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge