png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 27.09.2016
  • 17:40
ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან ერთად, ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ცენტრი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმონ და სწორად მართონ თავისუფალი დროის ნაწილი, არაფორმალური განათლება მიიღონ სხვადასხვა სფეროში.

ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული მიმართულება. ცენტრი, პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მუსიკა, ფერწერა, გრაფიკა, IT-ინჟინერია და გრაფიკული პროგრამები უფასოდ შეისწავლონ.

დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრის გახსნით, თბილისის მერმა შეასრულა ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც ფონიჭალის მოსახლეობისთვის ჰქონდა მიცემული.

„ახალგაზრდული ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული  აქტივობებით, შეისწავლონ პროგრამირებასთან დაკავშირებული რამდენიმე მიმართულება და თავად შეძლონ საკუთარი უბნის განვითარების პროექტების  მომზადება. ცენტრში არის შეხვედრების ოთახი, საინფორმაციო სივრცე, სადაც ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობა იქნება. დაინტერესებული პირების რეგისტრაცია მალე დაიწყება და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მომზადდება ის ძირითადი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ისინი გადამზადდებიან“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცენტრის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყო, რითიც შენობის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. განახლებული სივრცე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

ახალგაზრდული ცენტრი დღის განმვალობაში 100 ახალგაზრდას მოემსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge