png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო IDFI-მა 100%-ით გამჭვირვალე უწყებად დაასახელა

  • საზოგადოება
  • 28.09.2016
  • 13:34
 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო IDFI-მა 100%-ით გამჭვირვალე უწყებად დაასახელა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  2016 წელს  პირველად დასახელდა 100 %-ით გამჭვირვალე საჯარო უწყებად.  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს,  როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე საჯარო უწყების ხელმძღვანელს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის) სპეციალური ჯილდო -  „2016 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ გადაეცა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა, როგორც 100 %-ით გამჭვირვალე უწყება.  ასევე, სამინისტროსთან  ერთად დაჯილდოვდა ჩვენი   ორი დანაყოფი - პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. ჩვენ მუდმივად მზად ვართ გამჭვირვალე საქმიანობისთვის.  საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია,“_ განაცხადა კახა კახიშვილმა. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ისე როგორც მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2016 წელს გამოირჩევიან  100%-იანი  მაჩვენებლით.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ  სრულყოფილად და ვადის დაცვით გასცა პასუხი ყველა შეკითხვას. მისასალმებელია ის 100%-იანი მაჩვენებელი, რაც აქვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებს.  ამიტომაც, სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა  IDFI-ის მიერ,“ _  განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემის დახვეწაზე. ღია მმართველობის კონცეფციიდან გამომდინარე,   სამინისტრო გამჭვირვალობის პრინციპებს იცავს და  აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  ასევე, აქტიურად  იყენებს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებსა თუ რეკომენდაციებს პრაქტიკაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge