png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო

  • საზოგადოება
  • 28.09.2016
  • 14:56
პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს სამძიმრის წერილი  გაუგზავნა.

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია კაცობრიობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის.

ნება მიბოძეთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, ისრაელის მთავრობასა და ებრაელ ხალხს.

მისი აღმატებულება შიმონ პერესი გამორჩეული ლიდერი იყო,  რომელმაც ყველაზე რთულ დროს ისრაელის სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში ისტორიული როლი შეასრულა.

ამ დიდმა პოლიტიკოსმა მთელი თავისი ცხოვრება კოფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას მიუძღვნა და ნობელის პრემიით სწორედ მშვიდობის განმტკიცებასთვის დაჯილდოვდა.

მჯერა, რომ  ებრაელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველმა ხალხმა ბატონი შიმონ პერესის სახით უდიდესი მეგობარი დაკარგა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი მემკვიდრეობა დაუვიწყარი იქნება მომავალი თაობებისათვის.

გთხოვოთ, გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და  თანადგომა შიმონ პერესის ოჯახს", - აღნიშნულია წერილში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge