png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თელავში ღვინის ფესტივალი- „თელავინო 2016“ გაიმართა

  • საზოგადოება
  • 30.09.2016
  • 17:17
თელავში ღვინის ფესტივალი- „თელავინო 2016“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თელავში გამართულ ტრადიციულ  ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016“-ს დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა  ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ,,თელავინო“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და მეტ მონაწილესა თუ სტუმარს იზიდავს.

,,კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და ტრადიციული რეგიონია.  მისასალმებელი იქნება თუ მომავალში ფესტივალი  არა მხოლოდ თელავში, არამედ კახეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.  მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად ,,თელავინოს“ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფესტივალი პოპულარობას იძენს და მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ტურისტულ კალენდარში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“ , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მესამე წელია იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.

წლევანდელ  ფესტივალზესაკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ასევე  მცირე, ოჯახურმა მარნებმა. „თელავინო 2016“-ის  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ექსკლუზიურად დაბალ ფასში შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისადა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული  ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. დგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ფესტივალის სტუმრებს  საკუთარი შემოქმედება გააცნეს და განსაკუთრებული საზეიმო განწყობა  შექმნეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეული 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით აღინიშნება. ღონისძიების  პარტნიორები არიან ასოციაციაქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge