png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: წადი არჩევნებზე, განსაზღვრე შენი ქვეყნის მომავალი!

  • საზოგადოება
  • 04.10.2016
  • 14:25
გიორგი მარგველაშვილი: წადი არჩევნებზე, განსაზღვრე შენი ქვეყნის მომავალი!

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობას და სამოქალაქო ვალდებულებებს ეხებოდა.

პრეზიდენტს უნივერსიტეტში სასწავლებლის რექტორმა მერაბ ბერიძემ უმასპინძლა და ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ'' მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა უნივერსიტეტის ახალქალაქის აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსების ინტერნეტიზაცია, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და დაწესდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია,  მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის პროექტი. ჯამში უნივერსიტეტმა 95 000 ლარის დაფინანსება მიიღო.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა,  რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას, წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტის აქტიურობას და მისი ინიციატივით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს არჩევნებზე მისვლისკენ და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის მიმცემი პროცესია, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა.

,,მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა,  რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს.
თქვენი არჩევანი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა კი ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს უფლება. არჩევნებში მონაწილეობის პროცესში  ხორციელდება დემოკრატია და იწყებს მუშაობას დემოკრატიული სახელმწიფო",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, საკუთარ თავს ართმევს დემოკრატიული, პოლიტიკური პროცესების მართვის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ.

,,მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში გადასახლდნენ რეგიონებში, იცხოვრონ სოფლებში, გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა.
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კონკურსის ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი"  გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთის გუნდი, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge