png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი ალასანია: არცერთი ხმა, ეს იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება

  • პოლიტიკა
  • 08.10.2016
  • 16:07
ირაკლი ალასანია: არცერთი ხმა, ეს იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და პარტიიდან გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია  გორიდან არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამომრჩეველს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მეტნაკლებად მშვიდად მიმდინარეობს და იმედოვნებს , რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანში არ დაიზარებს და გააკეთებს თავისუფალ, მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.  

‘’ამ ეტაპზე არჩევნები საქართველოში მიმდინარეობს მცირე დარღვევებით და შედარებით ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩეველს!  ვისაც გინდათ, რომ წარსულში დატოვოთ გაუტანლობა და დაპირისპირება, არ დარჩეთ სახლში. აქამდე, ვინც მობრძანდით არჩევნებზე, ეს არის პირველი ნაბიჯი, ახლა უნდა გაიაზროთ, რომ დარჩენილ დროში გამოძებნოთ დრო, თქვენი სამოქალაქო ვალი მოიხადოთ და ხმა მისცეთ საქართველოს უკეთეს მომავალს. ამიტომ გთხოვთ, რომ რვა საათამდე მიბრძანდეთ არჩევნებზე და საკუთარ მომავალს მისცეთ ხმა. საერთაშორისო და ასევე ჩვენი „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლები თვალს ადევნებენ მიმდინარე არჩევნებს. ასევე მინდა გითხრათ, არცერთი ხმა, ეს იქნება  „თავისუფალი დემოკრატების“  თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება, ობიექტურობა ამ არჩევნებში იქნება შენარჩუნებული, რადგან უპრეცენდენტოდ დიდია ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების და პროფესიონალთა რიცხვი, ვინც ადევნებს თვალყურს პროცსებს და არ დაუშვებს გაყალბებას, კანონდარღვევის არც ერთ შემთხვევას. ამიტომ თამამად მიბრძანდით ყველანი არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენი გულის კარნახით’’, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge