png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ" - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 09.10.2016
  • 10:46
 „ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ" - ირაკლი კობახიძე

„ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ," - ეს განცხადება  ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გააკეთა. 

მანვე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის 20-ზე მეტმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო მაჟორიტარულ არჩევნებში.

„ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე. წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულ არჩევნებში. პირველი ტურის შედეგი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნება მოიგებს ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მეორე ტურში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნები 3 ათას 600-ზე მეტ უბანზე უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში წარიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ინციდენტები დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

ირაკლი კობახიძე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და მათ ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის. ამ პროვოკაციების ავტორებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  ნაციონალური მოძრაობას ხელოვნურად სურს დესტაბილიზაციის მოხდენის პროვოცირება.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge