png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სუს-ის წარმომადგენლები აშშ-ს სენატორ ჯო დონელის და კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

  • საზოგადოება
  • 13.10.2016
  • 13:19
სუს-ის წარმომადგენლები აშშ-ს სენატორ ჯო დონელის და კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა  შეხვედრა გამართეს სენატორ ჯო დონელის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია  ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ღონისძიებებისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. საუბარი შეეხო ქართული მხარის მიერ ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტულ ფაქტებს.
შეხვედრაზე აღინიშნა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის  და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge