png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ლარის გაუფასურება, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.10.2016
  • 13:22
ლარის გაუფასურება, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება, გარდა  მავნებლური პოლიტიკისა, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

„4 წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია. 8 ოქტომბრის არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას და ამისათვის რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 160 მლნ ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მდგომარეობას არ შველის. პირიქით, გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს.

ამ დღეებში ლარის გაუფასურება, მავნებლური პოლიტიკის გარდა, არის ქართული ეკონომიკის რეაქცია იმ არანორმალურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია:

ძალადობრივ გარემოში მოსყოდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში

მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, კონფორტსა და ფუფუნებას, რომ მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი და შეამსუბუქოს დაწოლა ლარზე

“ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე.

მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი. თუმცა ამით იგი მხოლოდ პრობლემის გადავადებას ახდენს და შემდგომ, თუ ბიუჯეტის სეკვესტრი არ განხორციელდა და დეფიციტური ხარჯვა არ შეჩერდა, ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge