png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სოფელ ასურეთში შიდა გზების, კანალიზაციის სისტემისა და გერმანული სახლების რეაბილიტაცია განხორციელდება

  • საზოგადოება
  • 13.10.2016
  • 16:12
სოფელ ასურეთში შიდა გზების, კანალიზაციის სისტემისა და გერმანული სახლების რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ასურეთი ისტორიული სოფელია, სადაც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში  ჩასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სოფელში მრავლადაა გერმანელი მოსახლეობის მიერ აშენებული სრულიად განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურის საცხოვრებელი სახლები.

პროექტის ფარგლებში ასურეთში 2 ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  9 აპრილის ქუჩაზე 1, 2 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის,  სანიაღვრეების, რკინა ბეტონის კიუვეტების, ეზოში შესასვლელების მოწყობის  სამუშაოები ტარდება.

შვაბების ქუჩის 1.1 კილომეტრიან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ქვაფენილიანი საფარის,  სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო სისტემების, ქუჩის განათებისა და ღობეების მოწყობა.

სოფელში, ასევე, იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია ავთენტურობის შენარჩუნებით.

პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას, ასურეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური დამიმზიდველი სოფელი გახდება, რაც აღნიშნული სოფლით გერმანელი  ტურისტების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge