png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხულოში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა

  • საზოგადოება
  • 13.10.2016
  • 17:55
 ხულოში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტების მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა ჩატარდა.
სამუშაო ჯგუფმა მოიძია და აჭარის რეგიონის სოფლებში (დანისპარაული, რიყეთი და ღორჯომი) საქართველოში ხელმისაწვდომი, კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშები დათესა. ვეგეტაციის პერიოდში, ჯგუფის მიერ, მონიტორინგი და მავნებელ-დაავადებათა კონტროლი მიმდინარეობდა. 
ცდაში ჩართული 15 სხვადასხვა ჯიშიდან, კიბოსადმი გამძლეობა აღმოაჩნდა კარტოფილის 6 ჯიშს, კერძოდ, „ფარიდა“, „სილვანა“, „პანამერა“ (ჰოლანდიური), „ბარსელონა“ (კანადური) და ჯავახეთური და მესხური წითელი (ქართული), რომლებიც, მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (CIP) კლონების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ არის რეგისტრირებული. კარტოფილის ჯიშმა „მესხური წითელი“ კიბოსადმი გამოჩენილ გამძლეობასთან ერთად, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გამო, ადგილობრივი ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული სამუშაოებით მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფა დაიწყება. 
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო N 305 დადგენილება „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს დაეკისრა ვალდებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარტოფილის კიბოსადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალი ყოველწლიურად წარუდგინოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge