png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შსს ექვსი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 14.10.2016
  • 10:13
შსს ექვსი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულ ექვს პირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით.

კატეგორიულად უარვყოფთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან პოლიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ სამართლდამცველთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ზემოხსენებული პირების დაკავება მოხდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამართლდამცველები მოქმედებდნენ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე პირმა პოლიციას დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. მათ მიმართ გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები.

სინამდვილეს არ შეესაბამება ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ოქმებისა და ფოტომასალის სახით.

გვსურს, ასევე გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცრუ ბრალდებებსა და ინსინუაციებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეურაცხყოფს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, ებრძოლოს კრიმინალს და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, ცილისმწამებური განცხადებებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge